სახელწოდება. ლაშქრობა ელიაწმინდაზე.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა ფიზიკური წრობის ხელშეწყობა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლები წინასწარ გაეცნობიან ტურისტვისათვის საჭირო აღჭურვილობას: ზურგჩანთას, კოცონის ასანთებ საშუალებებს, კარავს...
აარჩევენ მათთვის აუცილებელს დანიშნულ ადგილთან მიმართებაში, მოიძიებენ და მოაგროვებენ. დაგეგმავენ მარშუტს, აირჩევენ ლიდერს.ლაშქრობაზე მოეწყობა სხვადასხვა სპორტული ღონისზიებები/თამაშები. გადაიღებენ ფოტო–ვიდეო მასალას, გააკეთებენ პრეზენტაციას/ბლოგს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: ლაშქრობაში მონაწილეობს მეათე და მეთერთმეტე კლასელები.
ვადები ხანგრძლივობა: ტურისტული ლაშქრობა გაგძელდება ორი დღით.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასწავლებელი მოილაპარაკებს მშობლებთან მოსწავლებთან და სკოლის ხელმძღვანელთან ლაშქრობის შესახებ, მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შეიმუშავებენ მარშუტს,
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას. ვესაუბრებით ბუნებრივ ობიექტებზე,(ხებზე, წყარზე, ვარკვლავებზე, და სხვაზე.) ვაჩვენოთ კომპასი და ავუხსნათ როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ვათამაშოთ მოძრავი თამაში ;მელიებზე ნადირობა: მოსწავლები გავყოთ მცირე გუნდებათ, კაპიტნებს მივცეთ მარტივი რუკები მონიშნული ადგილებით და დავიწყოთ თამაში. თამაშის მიზანია მოკლე დროში მეტი ორიენტირის პოვნა.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკური აღზრდის ძირითადი მიზანია. აქტიური შრომა და დასვენება. რაციონალური კვება. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა. მავნე ჩვევების უარის თქმა.
No comments:
Post a Comment